Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ ინთელის სასწავლო კურსი,პრეზენტაციის დაწყებამდე შევამოწმეთ საკუთარი ნაშრომები, ჩავასწორეთ შეცდომები და მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, შევავსეთ შეფასების ფორმები, სადაც ჩავწერეთ გამომსვლელის სამი დადებითი ასპექტი და ორი ასპექტი გაუმჯობესებისათვის; საერთოდ ამ ტრენინგმა ბევრი შემძინა,ვისწავლე სწორად პროექტის კეთება,შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები, სადაც ყველა საჭირო დოკუმენტი შევინახეთ,რომლებსაც მუშაობის დროს აქტიურად გამოვიყენებთ, არამარტო პროექტის განხორციელებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტრენერის დამსახურებაა ყოველივე, ნინო კაჟაშვილს უდიდესი მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის.

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღეს შევამოწმეთ საკუთარი ნამუშევრები,ვნახეთ ფასილიტაციის მასალები,კომპოზიციის საშუალებები ფოტოგრაფიაში,გავიგეთ რა არის ოქროს შუალედი;შევადგინეთ კითხვარი კვლევისათვის და დავდეთ ბლოგზე,შევავსეთ ერთმანეთის კითხვარები,სევამოწმეთ რეიტინგები,ვისწავლეტ ფონის დადება;შევამოწმეტ პორტფოლიოები,დავამატეთ მასალები;მოკლედ უამრავი ვიმუშავეთ

Saturday, December 7, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო დღე იყო,გავიხსენეთ ბლოგზე სურათების,ვიდეოების ჩასმა,შევცვალეთ ფონი,დავაყენეთ საათი,ჩავწერეთ გაჯეტები,გავაკეთეთ სუსტი მოსწავლისათვის დამხმარე შაბლონი...