Saturday, November 30, 2013

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე.
ვნახეთ  ინთელში, რესურსებში  საავტორო  უფლებები,რას ითვალისწინებს  ჩვენი კანონმდებლობა,გამოვიყენეთ  გამოყენებული ლიტერატურის  მარტივი შაბლონი,შევქმენით  სასწავლო ნიმუში,ანუ სავარაუდო  მოსწავლის  პრეზენტაცია.მადლობთ

Sunday, November 24, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

რომ იცოდეთ როგორ დავიღალე,მაგრამ  ეს არის სიამოვნებით დაღლა,ასეთი რამ წარმოგიდგენიათ?ე.ი. დღეს ვისწავლე: შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმსაზღვრელი- ჯერჯერობით ზოგადად და განმავითარებელი შეფასებების ფორმა;შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები,დავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
მოვამზადეთ პრეზენტაცია ეფექტებით.
დიდი მადლობა ნინო მასწავლებელს  ჩვენი და კონკრეტულად ჩემი გაძლებისათვის.

Saturday, November 23, 2013

პროექტის საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა: სიცოცხლე უფალმა მოგვცა ამ სამყაროში,სიკვდილიც უფლის  " საჩუქარია"?

თემატური კითხვები:1. რატომ არის ყოველ დროში საინტერესო  სიკვდილ - სიცოცხლის თემა?
2.რა ფერი შეიძლება იყოს  სიკვდილი თქვენი წარმოდგენით?
3.როგორ გესმით გალაკტიონის" ვარდისფერი სიკვდილი"?
4.როგორ ახსნით: ყოველდღე ისე მოიქეცი,თითქოს ის შენი უკანასკნელი დღეა;მაინც როგორ მოიქცეოდი?

შინაარსობრივი კითხვები:1. რამდენად გამართლებულია, თქვენი აზრით,სიკვდილით დასჯა?
2.ვის სჯიან სიკვდილით?
3. რა დანაშაულისათვის შეიძლება დაისაჯოს ადამიანი სასჯელის უმაღლესი ფორმით?
3.რას ამბობს სამართალი ჩვენს ქვეყანაში?
4.რას ქადაგებს ქრისტიანული რელიგია სიკვდილ- სიცოცხლეზე?
5.თქვენი აზრით,რას განიცდის სიკვდილმისჯილი ადამიანი?

მესამე დღის რეფლექსია

დღე ძალიან დატვირთული იყო,მგონი დავიღალე,მაგრამ ბევრი საინტერესო რამ დავამატეთ ჩვენს ცოდნას.განვიხილეთ აქტივობა 2,მე-2 ნაბიჯი.დავწერეთ სტანდარტიდან გამომდინარე კითხვები,შევიმუშავეთ სპეციფიკურ სწავლაზე ორიეტირებული ამოცანები,საცავში,ანუ გუგლის დოკუმენტებში ავტვირთეთ და გავაზიარეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მოკლედ მაგრად დავიღალეთ ამ გიორგობა დღეს,აქედან შევალ აქვე ახლოს მდებარე გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში,ყველას შეგეწიოთ.

Sunday, November 17, 2013

მეორე დღის რეფლექსია

განსაკუთრებული იყო მეორე დღე.ფაქტობრივად,ისე გავიდა სამუშაო დრო ვერც გავიგეთ.ვისწავლეთ სხვადასხვანაირი ბუკლეტის გაკეთება,მე არჩეულ თემაზე უკვე გავამზადე ბუკლეტი და თავადვე ძალიან მომეწონა,არ ვაპირებ ბუკლეტში რაიმეს შეცვლას.ჩვენი სამუშაო იყო საერთოდ პუბლიკაციების მომზადება,მართლაც საინტერესო იყო,შევარციეთ ეროვნული სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები,გავთვალეთ შესაბამის საფეხურზე და გამოვუიყენეთ.მადლობა დღევანდელი საინტერესო სამუშაოსთვის

Saturday, November 16, 2013

პროექტის იდეა

სიკვდილით დასჯა. 

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,რომ სიკვდილით დასჯა აუცილებელია დანაშაულის  
შესამცირებლად

პირველი დღის რეფლექსია


დღევანდელმა დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.სულ სხვა განწყობილებით მო-
ვდიოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ.თავდაპირველად ვერ გავიგე ტრენინგის მნიშვნე-
ლობა,მაგრამ არაჩვეულებრივი ტრენერის წყალობით პირველივე წუთიდან ყველაფერი
ნათელი გახდა.
პირველივე დღეს გავეცანით ინთელის პროგრამას,რვავე მოდულს გავეცანით ზოგადად,ვნახეთ აქტივობები,დავალებად ავირჩიეთ ერთ-ერთი პროექტის გეგმა და რესურსები განსახილველად,რომ მოვემზადოთ მეორე დღისათვის.
ძალიან საინტერესო პროექტია,ეს საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს. მადლობთ.